სალომე ზურაბიშვილი – გენო პეტრიაშვილზე: მისი გამარჯვება ქართული გამძლეობის მოწმობაა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავის, გენო პეტრიაშვილის ოლიმპიურ ჩემპიონობას X-ზე ეხმაურება.
“ცხინვალის რეგიონში რუსი და სეპარატისტი ძალების მიერ მისი მოტაცებიდან 19 წლის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი ამაყად დგას პარიზის ოლიმპიადაზე. მისი გამარჯვება ქართული გამძლეობის დასტურია. მიუხედავად ყველაფრისა საქართველოს ძლიერი დამოუკიდებლობის სიმბოლო”, – წერს პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, გენო პეტრიაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია. ქართველმა ფალავანმა ფინალში ამინ ჰოსეინ ზარე დაამარცხა და ნანატრ ოქროს დაეუფლა.