მაკა ბოჭორიშვილი: სენატორსაც და კონგრესმენსაც ჰქონდათ შესაძლებლობა განეხილათ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის საქართველოს და აშშ-ის ურთიერთობებში

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა – ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

„შეხვედრა შედგა მიღების ფორმატში, მას ბევრი ადამიანი ესწრებოდა, სენატორსაც და კონგრესმენსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, დღეს, შეხვედროდნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელს, განეხილათ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც არის საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როდესაც არის დიალოგის შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა ჩვენი მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად არის გამოყენებული.

ზოგადად, ვისაუბრეთ საქართველოს მნიშვნელოვან საკითხებზე, კანონზე საერთოდ არ ყოფილა საუბარი“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები