სენატორი ჯინ შაჰინი და კონგრესმენი მაიკ ტერნერი ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან იმყოფებოდნენ
სენატორმა შაჰინმა და კონგრესმენმა ტერნერმა შიდა ქართლში, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად აშშ-ის მიერ მხარდაჭერილი ჟოლის ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა დაათვალიერეს. ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
“აქ ისინი შეხვდნენ ადგილობრივი მეწარმეების შთამბეჭდავ ჯგუფს, რომლებმაც ისარგებლეს აშშ-ის პროგრამებით. შეერთებული შტატების მთავრობა ამაყობს, რომ წვლილი შეიტანა მათ წარმატებაში და მხარს უჭერს ყველა ქართველის საკეთილდღეო საქმიანობას.
მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეაჩერა ზოგიერთი დახმარება, რომლითაც საქართველოს მთავრობა სარგებლობს, ჩვენ ვაგრძელებთ ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების სრულ მხარდაჭერას”,- წერია ინფორმაციაში.