კადიროვმა კურსკში ორ-სამ დღეში სიტუაციის გამოსწორება დააანონსა
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა პირობა დადო, რომ ორ-სამ დღეში, კურსკის რეგიონში, არსებულ ვითარებას გამოასწორებს”, – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Chechnya Today-ი იუწყება.
„მოითმინეთ ორი-სამი დღე, კარგი შედეგები იქნება” – განაცხადა კადიროვმა.
მანამდე, ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმის, “ახმატის” მეთაურმა, აფტი ალაუდინოვმა თქვა, რომ ის უკვე კურსკის რაიონშია.
„მე უკვე კურსკის რაიონში ვარ, ახმატის” სპეცრაზმი აქ არის, ნელ-ნელა მებრძოლები გვემატებიან და საქმეს ჩვენი სახელმწიფოს სასიკეთოდ გავაკეთებთ, არაფერი კრიტიკული არ ხდება”, – განაცხადა ალაუდინოვმა.