აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები