გაერო: რუსეთში უკრაინელი ტყვეების 95%-ზე მეტი აწამეს
რუსეთის ტყვეობაში მყოფი უკრაინელი სამხედროების 95%-ზე მეტი ნაწამებია, რაც სამხედრო დანაშაულს წარმოადგენს, – ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დანიელ ბელმა განაცხადა.
„პირველად დაკითხვისას აწამებენ, ლითონის ჯოხებითა და ხელკეტებით სცემენ, ძლიერ ელექტროშოკს იყენებენ. აშიშვლებენ. ეს საშინელებაა. ეს არის ყველაზე უარესი, რაც კი ჩემი 20-წლიანი კარიერის განმავლობაში მინახავს, როცა პატიმართა მონახულებას ვაპირებდი. წამება ფართოდ გავრცელებული და სტრუქტურული ფორმაა. უკრაინელი სამხედრო ტყვეების 95% აწამეს და ეს არის ომის დანაშაული“, – აღნიშნა ბელმა.