ორთოპედიული პროდუქტების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი „ახალ ხედვაში“
კომპანია „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს ორთოპედიულ პროდუქციას 2012 წლიდან სთავაზობს. დედაქალაქის გარდა, კომპანიის ფილიალებს გორში, ქუთაისსა და ბათუმში შეხვდებით. სამედიცინო მაღაზია, akhalikhedva.ge, უმაღლესი ხარისხის ორთოპედიულ პროდუქტებს აერთიანებს. კომპანია მომხმარებელს გლობალურ სამედიცინო ბაზარზე ლიდერი ბრენდების: Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ის, Anita-ს, FDI-ისა და სხვა საერთაშორისო მწარმოებლების პროდუქციას სთავაზობს. განვიხილოთ ყველაზე მოთხოვნადი ორთოპედიული პროდუქტები:
ფიქსატორები – „ახალ ხედვაში“ სხეულის თითქმის ყველა ნაწილისთვის განკუთვნილი ფიქსატორია წარმოდგენილი. ეს პროდუქტი სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებისთვის გამოიყენება როგორც პროფილაქტიკის მიზნით, ასევე რეაბილიტაციის პერიოდში. „ახალი ხედვა“ მომხმარებლებს სთავაზობს: მხრის, იდაყვის, კოჭის, კისრის, სხივ-მაჯის, ხერხემლის, თითის, მუხლის, ტერფისა და მენჯ-ბარძაყის ფიქსატორებს.
სუპინატორები – „ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიებში სუპინატორების ფართო არჩევანია და მათი ღირებულება 45 ლარიდან 195 ლარამდე მერყეობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მყარსა და სილიკონის სუპინატორებს, რომლებიც სხვადასხვა პრობლემის დროს გამოიყენება. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანიის კლინიკაში ხდება ტერფის სრული დიაგნოსტიკა და ინდივიდუალური სუპინატორების (ღაბაშის) დამზადებაც. ტერფის ბაროპოდომეტრული კვლევისა და პოდოსკანირების საფუძველზე ამ პროდუქტის დამზადება ინდივიდუალურად, თითოეული პაციენტისთვისაა შესაძლებელი.
ვარიკოზის მოვლის საშუალებები – სამედიცინო მაღაზიაში „ახალ ხედვას“ Sigvaris-ის, Morsa Cyberg-ისა და ექსკლუზიური ბრენდების ვარიკოზის მოვლის საშუალებები აქვს წარმოდგენილი. ეს პროდუქტი ქვედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას აჩქარებს, წვივებში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში უზრუნველყოფს.
სამედიცინო კომპანია „ახალი ხედვა“ ასევე აქტიურად მუშაობს როგორც იმპორტისა და დისტრიბუციის, ასევე ინდივიდუალური შეკვეთების მიმართულებით. გარდა ამისა, სამედიცინო ნივთების ყიდვა ონლაინ მეთოდითაც, კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე არის შესაძლებელი. ამისთვის მხოლოდ დარეგისტრირება და სასურველი სამედიცინო ნივთის კალათაში დამატება დაგჭირდებათ. თბილისის მასშტაბით ადგილზე მიტანის სერვისი მოქმედებს კონსულტანტის მომსახურებით, რეგიონებში კი პროდუქტს ფოსტით მიიღებთ.