ილონ მასკმა კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა
კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს კომუნისტი უწოდა.
“კამალა, ფაქტობრივად, კომუნისტია. მას არა მხოლოდ თანაბარი შესაძლებლობები, არამედ თანაბარი შედეგებიც სურს”,- წერს მასკი სოციალურს ქსელში.
ილონ მასკმა ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჰარისის რამდენიმე გამოსვლაა გაერთიანებული. გამოსვლაში ის თანასწორობასა და სამართლიანობაზე საუბრობს.