რა არის თრომბი და როგორ ავირიდოთ თავიდან?

თრომბი წარმოადგენს სისხლძარღვში, ვენაში ან არტერიაში სისხლის კოლტს, ანუ შედედებულ სისხლს. შესაძლოა, თრომბი ყველა ორგანოში განვითარდეს და წარმოიშვას არაკლასიკური ლოკალიზაციის თრომბები. თუმცა, ყველაზე ხშირად ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი გვხვდება. თრომბის წარმოქმნის მიზეზებია:

  • ქვედა კიდურების ვენების დაავადებები;
  • უმოძ­რაობა;
  • ძვლების მოტეხილობა;
  • გარკვეული მედიკამენტები;
  • ჭარბი წონა და სხვა.

ჯანსაღი ცხოვრების წესი არა მარტო თრომბოზის, არამედ ყველა სხვა დაავადების პრევენციაა. თრომბის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, აქტივობისა და სწორი კვების გარდა, ყურადღება მიაქციოთ სითხის დროულად და საკმარისი რაოდენობით მიღებას, ძილის მოწესრიგებასა და ნიკოტინისა თუ სხვა ტოქსიკური ნივთიერებების მოხმარების შეწყვეტას. გარდა ამისა, მკურნალობის პროცესში ეფექტურია ვენების კოლგოტების გამოყენება. განვიხილოთ, რამდენიმე მათგანი:

  • ვარიკოზული ვენების საწინააღმდეგო კოლგოტი – გამოიყენება ვენების გამოხატული დაავადებების სამკურნალოდ. აჩქარებს ქვედა და ზედა კიდურების ვენებიდან სისხლის განდევნას, ხსნის შეშუპებას, დაღლილობისა და ტკივილის შეგრძნებას ფეხებში. კომპრესიული ტრიკოტაჟის მოქმედების მექანიზმი გათვლილია ვენის კედელზე რეკომენდებულ ზეწოლაზე. წინდა იცავს სისხლძარღვებს და ამცირებს მათ სანათურს.
  • მუხლამდე წინდა – გამოიყენება ვენების ვარიკოზული დაავადებისა და თრომბოზის პროფილაქტიკის მიზნით ნაკლებადმოძრავი (მჯდომარე, მდგომარე) ცხოვრების წესის მქონე ადამიანებისთვის, ასევე ხანგრძლივი მგზავრობის დროს. აუმჯობესებს წვივებში სისხლის მიმოქცევას, ხელს უშლის სუნის გაჩენას ტერფის არეში და უზრუნველყოფს კომფორტის შეგრძნებას ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
  • ვარიკოზის მაღალყელიანი წინდა – COTTON-ის ქვებრენდის ამ პროდუქციის შიდა მხარისთვის გამოყენებულია სპეციალური ბამბის ქსოვილი, რომელიც უშუალოდ ეხება კანს, არ იწვევს ალერგიულ რეაქციას და ინარჩუნებს ტემპერატურულ ბალანსს კლიმატის მკვეთრი ცვალებადობის დროს. წინდები არის შავი და კარამელისფერი.

ეს პროდუქტი ხელს უწყობს სისხლის შემადედებელი და მისი გამათხელებელი დინამიკის წონასწორობის შენარჩუნებას. მათ იყენებენ, როგორც თრომბოზისა და თრომბოემბოლიის საპროფილაქტიკოდ, ასევე წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები