ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ იუნუსი ბანგლადეშის დროებით მთავრობას უხელმძღვანელებს

ნობელის პრემიის ლაურეატი, მუჰამედ იუნუსი, ბანგლადეშის დროებითი მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა,- ინფორმაცია დღეს, ჯოინალ აბედინმა, პრეზიდენტ მოჰამად შაჰაბუდინის პრესმდივანმა გააჟღერა.

ხელმძღვანელის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მიიღეს სამხედრო ხელმძღვანელებმა, სტუდენტური საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა, რომლებიც დაეხმარნენ ჰასინას ძალაუფლებიდან ჩამოგდებას, ცნობილმა ბიზნეს ლიდერებმა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა.

მედიის ინფორმაციით, მუჰამად იუნუსი ქვეყანაში მალე დაბრუნდება. ის იმყოფება პარიზში და კონსულტაციას უწევს ოლიმპიადის ორგანიზატორებს.

იუნუსი ბანგლადეშელი ბიზნესმენი, ბანკირი, ეკონომისტი და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერია. მას 2006 წელს მიენიჭა ნობელის პრემია, Grameen Bank-ის დაარსებისთვის და მიკროკრედიტისა და მიკროდაფინანსების კონცეფციათა დანერგვისთვის.

აბედინის თქმით, ახალი მთავრობის სხვა წევრებიც მალე გადაწყდება, მანამდე პოლიტიკურ პარტიებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრები უნდა გაიმართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები