“Lufthansa”-მ ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენება 13 აგვისტომდე შეაჩერა
ახლო აღმოსავლეთში მაღალი დაძაბულობის პირობებში, გერმანული ავიაკომპანია “ლუფთანზა” აცხადებს, რომ 13 აგვისტომდე თავს არიდებს ირანისა და ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენებას და ახანგრძლივებს ადრინდელ გადაწყვეტილებას, ფრენის შეჩერებასთან დაკავშირებით.
“მან ასევე შეაჩერა მომსახურება თელ-ავივის, თეირანის, ბეირუთის, ამანისა და ერბილის მიმართულებებით იმავე თარიღამდე”, – ნათქვამია ჯგუფის განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაელ ჰანიე მოკლეს. ირანული მხარე და დაჯგუფება „ჰამასი“ ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და შურისძიების პირობას დებენ.