გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკში“ ახალგაზრდებს შეხვდნენ
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ბაკურიანის „საზაფხულო ბანაკში“ ახალგაზრდებს შეხვდნენ და დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ბანაკის მონაწილეებს ხელისუფლების წარმომადგენლებმა სერტიფიკატები გადასცეს და თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ახალგაზრდები „საზაფხულო ბანაკში“ ესწრებიან ტრენინგებს ეფექტური კომუნიკაციის, პროფესიული ორიენტაციის, კარიერის დაგეგმვის, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის, პროექტების წერის, ციფრული უსაფრთხოებისა და სხვა აქტუალური თემების შესახებ.
„გარდა შემეცნებითი აქტივობებისა, ისინი ჩართულები არიან სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებშიც.
პროექტის მიზანი თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობაა.
ბანაკი კონკურსის წესით შერჩეულ 16 – დან 20 წლის ასაკის 150 ახალგაზრდას, სამ ნაკადად მასპინძლობს.
პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით მესამე წელია ხორციელდება, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.