როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გულზე მჯიღს ირტყამდა, როდესაც ინტენსიურად ლაპარაკობდა იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი – ვოლსკი

როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გულზე მჯიღს ირტყამდა, როდესაც ინტენსიურად ლაპარაკობდა იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი,- ასე გამოეხმაურა პრეზიდენტის მიერ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების სავარაუდო გეგმის საკითხს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

„იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ საქმე ეხებოდა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების სტრატეგიულ გეგმას, რადგან სამართლებრივ ნაწილში არაფერი სადავო არაა. მას აქვს სასჯელი, რომელიც შთანთქავს სხვა უფრო მცირე სასჯელებს. მცირეს თავისი პატიმრობის ვადიდან გამომდინარე, ასე რომ არაფერზე უნდა ჰქონოდათ პრეტენზია.

როგორც ჩანს სალომე ზურაბიშვილის გეგმა იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, მიუხედავად იმისა, რომ იგი გულზე მჯიღს ირტყამდა, როდესაც ინტენსიურად ლაპარაკობდა იმ დანაშაულებზე, რომელიც სააკაშვილს ჰქონდა ჩადენილი“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები