ბორჯომის მერია: დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკი გრანდიოზულად დაიხურა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით და ბორჯომის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკი გრანდიოზულად დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
“დღის პირველ ნახევარში, ბანაკის მონაწილეები, სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისარის სროლა, კედელზე ცოცვა, ჯომარდობა, ჩაერთნენ.
საღამოს კი მათ სადღესასწაულო განწყობაზე მომღერალმა ირაკლი ნოზაძემ და DJ ალექსანდრე ლორთქიფანიძემ იზრუნეს.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ფერაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
ახალგაზრდულ ბანაკში დამამთავრებელი კლასის 130-მდე მოსწავლე იყო ჩართული.
შეგახსენებთ, რომ ბანაკი 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და 5 აგვისტოს გრანდიოზულად დაიხურა”,- წერია ინფორმაციაში.