18 დაღუპული და ათობით დაშავებული – ბანგლადეშში არეულობა გრძელდება

ბანგლადეშში მიმდინარე არეულობის მონაწილეებმა, ქალაქ ჯაშორში, სასტუმრო Zabeer International-ს ცეცხლი წაუკიდეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაცია დაღუპულთა შესახებ ქალაქის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელმა დაადასტურა.

ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაშავდა. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად ვინ გააჩინა სასტუმროში ხანძარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები