ისრაელში ლიბანიდან გაშვებული საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს

ისრაელის ჯარებმა ლიბანიდან გაშვებული „საეჭვო საჰაერო სამიზნე“ ჩამოაგდეს, რომელმაც ისრაელის საჰაერო სივრცეში შეაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალებში ავრცელებენ.

როგორც ისრაელის მედია წერს, შემთხვევამდე 45 წუთით ადრე ლიბანის საზღვართან ახლოს, ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში, კერემ ბენ ზიმრასა და ჯიშის დასახლებებში, გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები