დაკაში მასობრივი ძარცვა დაიწყო – ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი თავშესაფარს ბრიტანეთს სთხოვს

ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრის, შეიხ ჰასინას გადადგომის შემდეგ, ქვეყნის დედაქალაქ დაკაში მასობრივი ძარცვა დაიწყო,- ამის შესახებ დასავლური მედია იუწყება.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტები შეიჭრნენ და დააზიანეს შინაგან საქმეთა მინისტრის, ასადუზამან ხანის რეზიდენცია, პრემიერ-მინისტრის რეზიდენციიდან კი მოსახლეობას ავეჯი გამოაქვს.

მათ ასევე ცეცხლი წაუკიდეს მუჯიბურის მემორიალურ მუზეუმს, რომელიც მოკლეს პრეზიდენტის პოსტზე 1975 წელს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ, ბანგლადეშის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა შეიხ ჰასინამ ბრიტანეთს სთხოვა თავშესაფარი.

პარალელურად, ბანგლადეშის არმიის ხელმძღვანელის, ვაკერ-უზ-ზამანის განცხადებით, ქვეყანაში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდება.

ამ დრომდე უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის დროებით მთავრობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები