გორის სოფელ ფლავში საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება
სოფელ ფლავში საბავშვო ბაღის მშენებლობა გრძელდება.
სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ.
შენობა 100 აღსაზრდელზეა გათვლილი.
სააღმზრდელო დაწესებულება ორ სოფელში – ფლავში და ფლავისმანში მცხოვრებ პატარებს მოემსახურება.
საბავშვო ბაღი შენდება თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით.
პროექტს, რომლის ღირებულებაც 2 170 777 ლარია, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ფლავთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი საბავშვო ბაღებს გორის მუნიციპალიტეტის კიდევ სამ სოფელში – ვარიანში, შავშვებსა და ზერტში აშენებს.