“სამწუხარო ოლიმპიადა: რა ღუპავს სპორტის ფესტივალს – კორუფცია, პოლიტიკა და სოციალური პრობლემები“ – რას წერს უცხოური პრესა პარიზის ოლიმპიადაზე

თურქული გამოცემა „დიკგაზეთე“ (Dikgazete) აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით „სამწუხარო ოლიმპიადა: რა ღუპავს სპორტის ფესტივალს – კორუფცია, პოლიტიკა და სოციალური პრობლემები“, რომელშიც განხილულია როგორც ზოგადად თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებთან, ასევე კერძოდ, პარიზის ოლიმპიადასთან დაკავშირებული მოუგვარებელი საკითხები. პუბლიკაციის თარგმანს ქართულ ენაზე “კვირის პალიტრა” აქვეყნებს.

სტატიის ავტორი წერს, რომ

“პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები თავიდანვე დაგეგმილი იყო როგორც ისეთი მსხვილი მოვლენა, რომელიც საერთაშორისო არენაზე საფრანგეთის იმიჯს განამტკიცებდა, მილიონობით ტურისტს მიიზიდავდა და ქვეყნის ეკონომიკას გამოაცოცხლებდა. მაგრამ, დიდი მოლოდინების მიუხედავად, თამაშების სამზადისის პერიოდში და შემდეგ უშუალოდ დაწყება-მიმდინარეობის დროს საორგანიზაციო კომიტეტი რიგ სერიოზულ პრობლემებს წააწყდა, რაც ამ ღონისძიების წარმატება ეჭვქვეშ დააყენა”.

“ფინანსური სიძნელეები, დაბალი ინტერესი ტურისტების მხრიდან, არასაკმარისი სპონსორული მხარდაჭერა, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული გადაულახავი პრობლემები და სხვა გაუთვალისწინებელი საკითხები, როგორც ჩანს, სამომავლოდ ოლიმპიური თამაშების ჩატარების თვალსაზრისით, სერიოზულ დასკვნებს და მიდგომების ცვლილებას გამოიწვევს.

და ეს ყველაფერი სახელს უტეხს საფრანგეთს და ევროპას – როგორც მისაბაძ მაგალითს, როგორც საუკეთესო ორგანიზატორს და დისკრედიტაციას უწევს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს – როგორც მსოფლიო სპორტის განვითარების ინსტიტუტს.

ფინანსების გადახარჯვა

ოლიმპიადა ტრადიციულად განიხილებოდა როგორც ეკონომიკის ერთგვარ დრაივერად მასპინძელი ქვეყნისათვის. სწორედ ამ კონტექსტით მოსალოდნელი იყო, რომ 2024 წლის თამაშები მნიშვნელოვან ინვესტიციებს მიიზიდავდნენ და საფრანგეთის ტურისტულ შემოსავლებს გაზრდიდა. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი უფრო რთული აღმოჩნდა.

წინასწარი შეფასებით, ოლიმპიადის მომზადების ხარჯები მნიშვნელოვნად აღემატება საწყის სავარაუდო თანხებს – საერთო ბიუჯეტმა რვა მილიარდ ევროს გადააჭარბა, ანუ ორჯერ მეტად იმ ციფრს, რომელიც თავდაპირველად სახელდებოდა.

ხარჯების დიდი ნაწილი მოიცავს როგორც სპორტული ობიექტების მშენებლობას და მოდერნიზებას, ასევე უსაფრთხოების სისტემისა და სტრანსპორტო ინფრასტრუქტურის განმტკიცებას, ოლიმპიადის გახსნისა და დახურვის ცერემონიას. ეს ყველაფერი არსებით ფინანსურ ზეწოლას ახდენს ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტზე და ზრდის საფრანგეთის გრძელვადიან ვალდებულებებს, რომელიც ისედაც ძალზე რთულ სიტუაციაში იმყოფება საერთოევროპული ეკონომიკური და ენერგეტიკული კრიზისის გამო.

რატომ დაფრთხნენ ტურისტები?

ტურიზმი ტრადიციულად ოლიმპიური თამაშებისთვის შემოსავლების ერთ-ერთ ძირითად წყაროდ ითვლება, მაგრამ საფრანგეთის შემთხვევაში, სერიოზული პრობლემა გაჩნდა: პარიზი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო ტურიზმის პოპულარულ ცენტრად ითვლება, მაგრამ მოსალოდნელი დემოგრაფიული გადატვირთვისა და მომსახურების ფასების გაზრდის გამო, ქალაქმა სასურველი რაოდენობის ტურისტი ვერ მიიზიდა.

გაძვირებულ სასტუმროებში ცხოვრება ბევრი ადამიანისათვის მიუწვდომელი იყო, ასევე გაიზარდა ფასები საქალაქო ტრასპორტზე, სპორტული ღონისძიებების ბილეთებზე. ახალი გათვლებით, ავიაკომპანია Air France, 2024 წლის მესამე კვარტალში, მოგების ნაცვლად, 180 მილიონიანი ევროს ზარალს გეგმავს. რესტორნებში და სხვა ობიექტებში, რომლებიც ტურისტებს ემსახურებიან, შეკვეთების მკვეთრი შემცირება შეიმჩნევა, რაც ფინანსურ მაჩვნებელებზე უარყოფითად აისახება.

სიძნელეები სპონსორების ძიებაში

პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტისათვის სერიოზულ პრობლემად იქცა სპონსორების მხარდაჭერის უზრუნველყოფა. ოლიმპიური თამაშების დაფინანსებაში სპონსორები, ჩვეულებრივად, აქტიურად მონაწილეობენ ხოლმე და ამიტომ, გასაკვირია, მაგრამ ფაქტია: დონორებისა და რეკლამის განთავსების მსურველების მოძიება და დაინტერესება რთული აღმოჩნდა.

ეკონომიკური არასტაბილურობისაა და კორპორატიულ სპონსორთა ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის გამო ბევრი კომპანია მოუმზადებელი აღმოჩნდა ოლიმპიადის მხარდასაჭერას მსხვილი ტანხების ჩადებისათვის, ამიტომ ორგანიზატორები იძულებულნი გახდნენ დახმარებისთვის მილიარდერ ნერნარ არნოსათვის მიემართათ, რომელმაც 150 მილიონი ევრო დაავანდა თამაშების ორგანიზაციის საქმეში. ამ ფაქტმა საზოგადოების მხრიდან კრიტიკა გამოიწვია და გააღვივა დავა იმის შესახებ, რომ ოლიმპიური თამაშები სულ უფრო მეტად ხდებიან დამოკიდებული კერძო ინვესტიციებზე და დიდი რისკია, რომ „ფუფუნებად იქცეს მხოლოდ მდიდრებისათვის“ და არა რიგითი მოქალაქეებისთვის.

„სენადალეულები“: მდინარის წყლის არასახარბიელო მდგომარეობა

პარიზის ერთ-ერთი გეოგრაფიულ-ბუნებრივი სიმბოლო – მდინარე სენა – ოლიმპიადის ორგანიზატორებისათვის კიდევ ერთი სერიოზული გამოწვევა გახდა. გეგმის მიხედვით, სენაზე ტრიატლონის ერთ-ერთი ფაზა – ცურვა უნდა გამართულიყო. არადა, სენაში ცურვა, მდინარის მაღალი დონით გაჭუჭყიანებისა და წყალში საშიში ბაცილების აღმოჩენის გამო, 1922 წლიდან აიკრძალა. პარიზის მერიამ წყლის გასუფთავების მიზნით, ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, დიდი თანხა – 1,5 მილიარდი ევრო დახარჯა გამწმენდი ობიექტების მშენებლობა-დამონტაჟებისათვის, მაგრამ წყლის ხარისხი მაინც არასასურველი დარჩა. ამ ფაქტმა ბევრი სპორტსმენის უკმაყოფილება გამოიწვია – ზოგიერთებს გულისრევა დაემართათ და ცურვას გამოეთიშნენ.

გარდა ამისა, იმის გამო, რომ დაუმთავრებელი რჩებოდა ოლიმპიური სოფლის ინფრასტრუქტურის ზოგიერთი ობიექტის კაპიტალური მშენებლობა, ისინი სასწრაფოდ მიიღეს ე.წ. „დროებითი კოსმეტიკური რემონტით“.

კორუფცია, როგორც ყოველთვის…

საფრანგეთი განთქმულია თავისი აქტიური პროფესიული კავშირებით და ხშირი გაფიცვებით, ოლიმპიადის დროს კი, ქვეყნის მთავრობისა და პარიზის მერიის პოლიტიკური და ადმინისტრაციული უუნარობის გამო, სოციალური დაძაბულობის ელემენტები აგრესიულად გააქტიურდნენ. სახელმწიფო მოსამსახურეებისა და ტრანსპორტის (რკინიგზის) მუშაკთა გაფიცვებმა თამაშების ორგანიზება გაართულეს და ლოჯისტიკა დაარღვიეს.

გარდა ამისა, პარიზში სოციალური უკმაყოფილება გამოიწვია თამაშების ჩატარების მაღალმა ღირებულებამ და უპირველეს ყოვლისა, ცალკეული ოლიმპიური ობიექტების მშენებლობებზე დახარჯული თანხების გაუმჭვირვალობამ.

პროფკავშირებმა პროტესტი გამოხატეს გაზრდილი ხარჯების გამო და განაცხადეს, რომ ოლიმპიადისათვის (განსაკუთრებით მის გახსნა-დახურვის ცერემონიალისათვის) გამოყოფილი თანხების ნაწილი უმჯობესი იქნებოდა მოსახლეობის სოციალურ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას მოხმარებოდა.

უსაფრთხოების უზრუნველყოფა… მიგრანტების უკანონო დეპორტაციით

რასაკვირველია, ოლიმპიური თამაშების უსაფრთხოების დაცვას დიდი მნიშვნელობა აქვს. დღევანდელი დაძაბული საერთაშორისო მდგომარეობის ფონზე საფრანგეთი – ისევე როგორც ევროპის ბევრი ქვეყანა – ტერორისტული აქტების მუქარის წინაშე დგას, ამიტომ უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება გარდაუვალი იყო.

მართალია, ბევრი ექსპერტი დარწმუნებული არ იყო ფრანგული სპეცსამსახურებისა და პოლიციის შესაძლებლობებით, მაგრამ ხელისუფლებამ სერიოზული ზომების განხორციელება დაგეგმა. სამწუხაროდ, მათი რეალიზების დროს რიგი შეცდომები და დარღვევები იქნა დაშვებული. ერთი მხრივ, გასაგებია გაძლიერებული შემოწმებები და კონტროლის სხვა ფორმების განხორციელება, მაგრამ, მეორე მხრივ, ისეთი ზომების მიღება, რომლებიც ფაშისტურ გერმანიაში, 1936 წლის ბერლინის ოლიმპიური თამაშების დროინდელ ზომებს ჰგავს, არ უნდა მომხდარიყო – მაგალითად, მიგრანტებისა და უსახლკაროების უკანონო დეპორტაცია პარიზის ფარგლებიდან.

ბაღლინჯოები… ოლიმპიურ სოფელში

ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნისათვის სტუმრების მიღებისა და მათი მომსახურების დონე ყოველთვის პრესტიჟულად ითვლება, მაგრამ, სამწუხაროდ, პარიზმა ამ მხრივ თავი საკმაოდ შეირცხვინა.

ოლიმპიურ სოფელში, სადაც სპორტსმენები ცხოვრობენ, მწრთვნელებთან და ეროვნული ნაკრები გუნდების მომსახურე პერსონალთან ერთად, თავი იჩინა სერიოზულმა პრობლემებმა: სტუმრებს, ფაქტიურად, მოუმზადებლები დახვდნენ – სოციალური ქსელებში გავრცელდა ვისრუსული ვიდეოკადრები, რომლებზეც ასახულია, თუ როგორ დაცოცავენ „მუყაოს“ საწოლებში… ბაღლინჯოები. ოთახებში გასაუმჯობესებელია ვენტილაციის სისტემა.

პერსპექტიული რეფორმა: ოლიმპიადა მუდმივად ერთ ადგილზე?!

პარიზის ოლიმპიური თამაშების ფონზე გაჩნდა იდეა, რომ ეს სპორტული ღონისძიება მუდმივად მხოლოდ ერთ ადგილზე გაიმართოს, ანუ შეიცვალოს თამაშების ჩატარებისადმი მიდგომის თანამედროვე კონცეფცია და ძველბერძნულს დაუბრუნდეს, როცა ოლიმპიადები მხოლოდ ერთ ადგილზე – ოლიმპოზე ტარდებოდა. ამ იდეის სასარგებლოდ რამდენიმე არგუმენტი არსებობს: სპორტული ობიექტების მშენებლობისა და კეთილმოწყობის ხარჯების შემცირება, მინიმალური ზემოქმედება გარემოზე, დაფინასების გამჭვირვალობის მაღალი დონე, ოლიმპიური თამაშების კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

ასეთი რეფორმა, სპეციალისტთა აზრით, აამაღლებს ოლიმპიადების პრესტიჟს და მათ მიმართ მოსახლეობის მხრიდან გამოხატულ ნდობის დონეს, და პირიქით – შეამცირებს ნეგატიურ მოვლენებს, უნდობლობას და სახელის გამტეხ მომენტებს.

ოლიმპიური თამაშების ორგანიზების სფეროში სერიოზული რეფორმის განხორციელება მომავალი ოლიმპიადების ეფექტურ მოდელს შექმნის.

როგორც უკანასკნელი ათწლეულების – 40-50 წლის პრაქტიკა გვაჩვენებს, სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, მხოლოდ ორმა სახელმწიფომ – რუსეთმა (საბჭოთა კავშირმა) და ჩინეთმა – შეძლო ოლიმპიური თამაშების ჩატარება საჭირო დონეზე – ტერაქტების, ქაოსის, კრიზისისა და კრიმინოგენური სიტუაციის მაღალი დონის გარეშე. შესაბამისად, ალბათ, არის დადებითი იდეა იმ წინადადებაში, რომ შეიქმნას რეგიონული ოლიმპიური კომიტეტები მსოფლიოს გარკვეულ ადგილებში, რომლებიც გაითვალისწინებენ სპორტსმენთა მკაცრი შერჩევის აუცილებლობას, რათა დაცული იყოს მათი უფლებები იმის მიუხედავად, ახლოს არიან თუ არა მათი ქვეყნები აშშ-სთან და ევროკავშირთან…”,- წერია პუბლიკაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები