ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის დაგეგმილი ახალგაზრდული ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა.
ბანაკის მონაწილეებმა სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში – ფრენბურთი, ზიპლაინი, მშვილდ-ისარის სროლა, კედელზე ცოცვა, მიიღეს მონაწილეობა. საღამოს კი ჯომარდობაშიც აქტიურად ჩაერთვნენ.
მთელი დღის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან თედიაშვილი, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობასთან ურთიერთობისა და ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი შალვა გოგოლაძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა ხარაზიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ბანაკი 1 აგვისტოს ოფიციალურად გაიხსნა და 5 აგვისტოს გრანდიოზულად დაიხურება.
ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.