სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებულ ხიდზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება, – ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარედ არსებული ხიდის სადეფორმაციო ნაკერების გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, ორი კვირის განმავლობაში ხიდზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები