მსოფლიო პატრიარქი სამების ტაძარში მივიდა
კონსტანტინოპოლის-ახალი რომის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი, ყოვლადუწმინდესი ბართლომეოს I სამების საპატრიარქო ტაძარში მივიდა.
მსოფლიო პატრიარქი სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქ ილია II-ის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით გამართულ ღვთისმსახურებაში მიიღებს მონაწილეობას.
გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქი, მიტროპოლიტ შიოსა და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის წესის აგების მსახურებას შეასრულებს.
ილია მეორეს სამების ტაძრიდან დღის 3 საათისთვის გამოასვენებენ და სიონის საპატრიარქო ტაძრისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყება.