„ქართული ოცნება“: ბიძინა ივანიშვილს კორონავირუსი გაურთულდა და მკურნალობის კურსს გადის – ამ მიზეზის გამო, პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი სპორტსმენებისადმი მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის განცხადებით, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ორი კვირის წინ დადასტურებული კორონავირუსი გაურთულდა და ამ დრომდე მკურნალობის კურსს გადის.

მათივე განმარტებით, ამ მიზეზის გამო, პარიზის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი სპორტსმენებისადმი ბიძინა ივანიშვილის მისალოცი წერილის გამოქვეყნება დაგვიანდა.

„ამჟამად, ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ოლიმპიელებს პარიზის ოლიმპიადაზე მიღწეული უდიდესი წარმატება მიულოცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები