ბექა დავითულიანი – აშშ-ს დახმარების შეჩერებაზე: ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნას რევოლუციური განცდები

ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნას რევოლუციური განცდები, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა.

დეპუტატი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი დახმარების გაცემის შეჩერებას გამოეხმაურა.

„იმიტომ, რომ წინასაარჩევნოდ შეიქმნას დაძაბულობის განცდა, კიდევ უფრო მეტ რამეს გავიგებთ, მეტ რამეს მოვისმენთ და კიდევ მეტი რამე შეიძლება შეჩერდეს. ყველაფერი მზადდება იმისთვის, რომ აქ რაღაც რევოლუციური განცდები შეიქმნას. ამ რევოლუციური განცდების შექმნას მოჰყვება რა თქმა უნდა სახელმწიფოს მხრიდანაც კონსტიტუციური რეაგირება და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. ბოლოს ვნახოთ ვისი აჯობებს. მე გეუბნებით, რომ აჯობებს ჩვენი და ყველას მოუწევს ამასთან შეგუება.“ – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ინფორმაციისთვის, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შტატებმა საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარების გამოყოფა შეაჩერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები