როგორ შევარჩიოთ მტვერსასრუტი სახლისთვის
მტვერსასრუტი სახლის დალაგებისა და სისუფთავისთვის შეუცვლელი მოწყობილობაა და თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ იმ ერთ-ერთ მოწყობილობას წარმოადგენს, რომელიც ყველა ოჯახში აუცილებლად უნდა იყოს.
მტვერსასრუტით დალაგების უპირატესობებია სისწრაფე, მიუდგომელი ადგილების სრულყოფილი წმენდა, ალერგენების მოშორება, სხვადასხვა ტიპის ზედაპირების წმენდა თუ სხვა.
შენს საჭიროებებზე მორგებული, სწორად შერჩეული მტვერსასრუტი ამარტივებს სახლის დალაგების პროცესს. მისი შერჩევა Extra-ზე შეგიძლია – აქ მტვერსასრუტების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდება.
სტატიიდან გაიგებ რა კონკრეტულ მახასიათებლებს უნდა მიაქციო ყურადღება მტვერსასრუტის შეძენისას იმისთვის, რომ ეს მოწყობილობა შენს ყველა მოთხოვნას გაუმკლავდეს.
- განსაზღვრე იატაკის ტიპი
ხისტი იატაკისთვის, მტვერსასრუტი რბილი ჯაგრისით და ძლიერი შეწოვით იდეალურია და ნაკაწრებსაც თავიდან აგარიდებს.
ხალიჩებისთვის იდეალურია მტვერსასრუტი მბრუნავი ფუნჯით, რადგან ეფექტურად აშორებს ჭუჭყს და ნამსხვრევებს.
- აირჩიე მტვრის მოგროვების ტიპი: კონტეინერი VS ტომარა
ტომრიანი მტვერსასრუტები, კონტეინერიან მტვერსასრუტებთან შედარებით ნაკლებად პოპულარულია, რადგან მტვრის კონტეინერები ერთჯერადია და შეცვლას საჭიროებს.
გრძელვადიან პერსპექტივაში, უფრო მოსახერხებელია მტვერსასრუტები კონტეინერით, თუმცა, ფილტრის სისუფთავის შესანარჩუნებლად რეგულარულ მოვლას საჭიროებს.
- მტვერსასრუტის ზომა და წონა:
მტვერსასრუტის ზომა და წონა მნიშვნელოვანია, რადგან ეს მონაცემები განსაზღვრავს მისი გამოყენების სიმარტივეს და მოხერხებულობას. ტრადიციული ფორმის მტვერსასრუტები, როგორც წესი უფრო მძლავრია და შესაფერისია დიდი სახლებისთვის.
ვერტიკალური, ე.წ. ხელის მტვერსასრუტები მეტად მსუბუქია, სწრაფად შეძლებ სახლის დასუფთავებას და შესაფერისია პატარა სივრცეებისთვის.
- სადენიანი და უსადენო მტვერსასრუტები
უსადენო მტვერსასრუტები გამოსაყენებლად უფრო მარტივი და მოსახერხებელია, თუმცა, მისი ნეგატიური მხარეა ელემენტი, რომელსაც, გარკვეული დროის შემდეგ, დამუხტვა სჭირდება. სადენიანი მტვერსასრუტები – უზრუნველყოფს დალაგებას უწყვეტ რეჟიმში.
- დამატებითი ფუნქციები
თანამედროვე მტვერსასრუტებს აქვს მრავალფეროვანი ფუნქციები, მაგალითად, HEPA ფილტრები, სპეციალური საცმი შინაური ცხოველის ბეწვების შთანთქმისთვის, ასევე, ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ჭკვიანი ტექნოლოგიებით.
ჭკვიანი, ე.წ. რობოტი მოდელები ავტომატურ დაგისუფთავებს სახლს და მათი კონტროლი შესაძლებელია სმარტფონის აპლიკაციებით.
- ბიუჯეტის განსაზღვრა: რა ღირს კარგი მტვერსასრუტი
მტვერსასრუტები ხელმისაწვდომია ფასების ფართო სპექტრით. თუ არჩევანს შეაჩერებ მაღალი ხარისხის მტვერსასრუტზე, ამით დაზოგავ ფულს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან მტვერსასრუტი იქნება უფრო გამძლე.
მტვერსასრუტის ყიდვა ონლაინ ექსტრაზე საუკეთესო გადაწყვეტილებაა, რადგან აქ დიდი მრავალფეროვნება და საუკეთესო ფასები გელოდება. აქ აღმოაჩენ მომხმარებლების რჩეულ ბრენდებს: Samsung, Bosch, Xiaomi, Karcher, Midea და სხვა.
შეარჩიე შენთვის სასურველი მტვერსასრუტი იაფად და მიტანის სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით.