რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს

რუსმა მესაზღვრეებმა ერევნის აეროპორტი დატოვეს, რის შემდეგაც სომეხი მესაზღვრეები რუსების მონაწილეობის გარეშე განაგრძობენ პატრულირებას, – ამის შესახებ Ukrinform-ი იტყობინება.

რუსული ძალები ზვარტნოცის აეროპორტში იმყოფებოდნენ 1992 წლიდან, სომხეთის დამოუკიდებლობისა და მეზობელ აზერბაიჯანთან სამხედრო კონფლიქტის შემდეგ. სომხეთის ხელისუფლებამ რუსულ მხარეს მარტში აცნობა, რომ აეროპორტში მათი ჯარისკაცების ყოფნა აღარ იყო საჭირო.

მათი გაყვანის პროცესი ოფიციალური ცერემონიით დასრულდა, რომლის დროსაც სომხეთის მესაზღვრეების ახლად დანიშნულმა უფროსმა, ედგარ ჰუნანიანმა მადლობა გადაუხადა რუსულ რაზმს გაწეული სამსახურისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები