NYT: ისმაილ ჰანიეს მკვლელობის საპასუხოდ, ირანის უზენაესმა ლიდერმა ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელზე პირდაპირი დარტყმის ბრძანება გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

ხამენეიმ შესაბამისი ბრძანება ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე გასცა და მიზეზად „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა დაასახელა.

შეგახსენებთ, რომ თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი, ისმაილ ჰანიე მოკლეს. ის გუშინ, თეირანში, ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები