იცოდით, რომ წყალქვეშა ფოსტით სარგებლობა შესაძლებელია?
სმარტფონებისა და Wi-Fi-ის პირობებში ცოტა ვინმე თუ იყენებს ტრადიციულ ფოსტას, მაგრამ თუ დაივინგის დროს ინტერნეტზე წვდომა არ გექნებათ ან, უბრალოდ, ღია ბარათის გაგზავნა მოგინდებათ, შეგიძლიათ, წყალქვეშა საფოსტო განყოფილება გამოიყენოთ. ეს მომსახურება ჯერჯერობით დიდი პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში 5 წყალქვეშა საფოსტო განყოფილება მაინც არსებობს.
მსოფლიოში პირველი წყალქვეშა ფოსტა, Vanuatu Post, გაიხსნა საზღვაო ნაკრძალში, ჰადევის კუნძულის სანაპიროზე. აქ არის ფოსტის ერთი თანამშრომელი, რომელიც იღებს წერილებს მყვინთავებისგან.
მსოფლიოში ყველაზე ღრმა საფოსტო ყუთი მდებარეობს იაპონიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროდან, დაახლოებით, 10 მეტრის სიღრმეზე. თანამშრომლები ყოველდღიურად იღებენ წერილებს და ბარათებს ყუთიდან, მათი რიცხვი ზოგჯერ დღეში 200-ს აღემატება. გასათვალისწინებელია, რომ ამ ფოსტის თანამშრომლებმა შეიმუშავეს უნიკალური შესაჭმელი ღია ბარათები რვაფეხის არომატით, რომლებიც ძალიან პოპულარულია.
პირველი წყალქვეშა საფოსტო ყუთი მალაიზიაში, Reef Dive Resort-ში დაიდგა. ყველა წერილი საფოსტო ყუთში შედის ჰერმეტულად დალუქულ პლასტმასის ჩანთებით, რომლებზეც დამაგრებულია სპეციალური წყალგაუმტარი მარკები.
კიდევ ერთი წყალქვეშა საფოსტო ყუთი მდებარეობს წყალქვეშა ობსერვატორიის შიგნით, ხოლო სამოთხის კუნძულის სანაპიროზე, ბაჰამის კუნძულებზე, საფოსტო ყუთი 30-მეტრიანი სპირალური კოშკის მახლობლად მდებარეობს.