ვენესუელაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკება მოხდა

ვენესუელაში უსაფრთხოების ძალებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც არჩევნებს გაყალბებულად აცხადებენ, დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათი ცნობით, კარაკასის ქუჩებში ათასობით ადამიანი მას შემდეგ გავიდა, რაც ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ განაცხადა, რომ გაიმარჯვა.

საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების მიხედვით ხელისუფლებაში მყოფმა მოქმედმა პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ გაიმარჯვა. მან არჩევნებში ხმების 51% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, ედმუნდო გონსალესმა 44%.

ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ გამარჯვებული მათი კანდიდატი ედმუნდო გონსალესია, რომელმაც ხმათა 73,2% მიიღო.

ინფორმაციისთვის, ნიკოლას მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები