ქართველმა მოკრივე ლაშა გურულმა პარიზის ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო

მოკრივე ლაშა გურულმა(63.5 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე მერვედფინალური შეხვედრა აზერბაიჯანელ მალიკ ჰასანოვთან გამართა.

საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა მეტოქე 5:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

27 წლის მოკრივე ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონატის ორი ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ღირსებას ოლიმპიადაზე კიდევ ერთი მოკრივე, გიორგი ყუშიტაშვილი იცავდა. მან ტაჯიკ დავლატ ბოლტაევთან დაძაბული ბრძოლა ანგარიშით 2:3 დათმო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები