“ზუსტად არ მახსოვს, რა შეკითხვები იყო” – კონსტანტინე ჯღამაია უკვე გამოიკითხა

უკრაინაში მებრძოლი კონსტანტინე ჯღამაია მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უკვე გამოიკითხა.

როგორც ჯღამაიამ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მას არ ახსოვს, რამდენიმე წუთის წინ რა შეკითხვები დაუსვეს.

“ტერორიზმზე იყო, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, რა შეკითხვები იყო. გულახდილად ვუპასუხე, არ ვიცი არაფერი”, – აღნიშნა ჯღამაიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება მიმდინარეობს ტერორისტული აქტის მომზადებისა და შეთქმულების ფაქტზე. საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, მკვლელობის მომზადების ფაქტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები