“უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია” – მაგისტრატ მოსამართლესთან ლაშა რუხაიას გამოკითხვა დასრულდა

“უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია”, – ამის შესახებ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ფოთის საკრებულოს წევრმა, ლაშა რუხაიამ განაცხადა.

“სულ ერთი და იგივე კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია. მკითხეს, ვინც დაიბარეს გამოკითხვაზე, ვიცნობდი თუ არა, ერთ-ერთი, ლაშა ჭიღლაძე ჩემი მეგობარია. ასევე, მკითხეს, მიშა ბატურინთან ვმეგობრობ თუ არა, წლებია ვმეგობრობ, ასევე მკითხეს, მამუკა მამულაშვილი იყო თუ არა ლეგიონის ხელმძღვანელი”, – განაცხადა რუხაიამ.

ცნობისთვის, სუსში გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების და სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად შეთქმულების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები