ხულოში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი დაშავებულია

მძიმე ავარია მოხდა ხულოში – ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ავტობუსი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი დაშავებულია.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,  მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები