მაშველებმა სარდაფში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს, რომელსაც მეპატრონე ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა გლდანის მესამე კვარტალში, მე-12 კორპუსის სარდაფში ჩავარდნილი კატა გადაარჩინეს და მეპატრონესთან დააბრუნეს, რომელიც მას ერთი კვირის განმავლობაში ეძებდა.

ინფორმაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტო მადლობას უხდის ყველა იმ მოქალაქეს, რომლის მომართვის საფუძველზე, სააგენტოს მაშველები დედაქალაქის ბინადარ ცხოველებს ეხმარებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები