ბოლნისის მერმა იაპონიის დელეგაციასთან და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა მერიის პროექტების მართვის განყოფილების უფროსთან, გაგა ცალუღელაშვილთან, ერთად იაპონიის დელეგაციასთან და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) საქართველოს ოფისის წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველში რძის წარმოების გაუმჯობესების პროექტი დეტალურად განიხილეს და განხორციელებული სამუშაოები შეაფასეს.

დავით შერაზადიშვილმა ტოკაჩის რეგიონული გაერთიანების დირექტორს კიოფუმი ივამოტოსა და მერძევეობისა და მეჯოგეობის დარგის ექსპერტს იოშიკაძუ სუძუკის სოფლის მეურნეობის მიმართულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტის პოტენციალი გააცნო. ასევე, ისაუბრა განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ, რომლებიც მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები