მხატვარ ვახტანგ მუსხელიშვილის საჯარო ლექცია გაიმართება

25 ივლისს, 16:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ გალერეაში გაიმართება მხატვარ ვახტანგ მუსხელიშვილის საჯარო ლექცია სახელწოდებით – „ხელოვნების ისტორიის ექსკურსი და ადამიანის ფსიქიკის ცვალებადობა მასში“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საჯარო ლექცია იმართება ეროვნულ გალერეაში მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა „რუბიკონის“ მიმდინარეობისას.
მხატვრებთან შეხვედრები საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი პროგრამის ნაწილია.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები