მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სუსში ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილი მივიდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე დაკითხვები გრძელდება.
მედიის ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ სუსში ბიზნესმენი ელიზბარ რაქვიაშვილი მივიდა.
ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულების საქმეზე, სუსმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც ადასტურებს, რომ იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.