დავით ქაცარავა სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა
”ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ მიიღო.
მოსამართლემ ქაცარავას წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, სამართალწარმოება მტკიცებულების არარსებობისა და დაუდასტურებლობის გამო შეწყვიტა.
ასევე, მეორე – 173-ე მუხლთან დაკავშირებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს, ის მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო.
ქაცარავა პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ორი მუხლიდან ერთში სამართალდამრღვევად ცნო.