„ხატვა სრულიად შემთხვევით დავიწყე და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა“…

დაიბად თბილისში. სწავლობდ 72-ე საჯარო სკოლაში, ხოლო შემდგომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. გარკვეული პერიოდის მანძილზე სკოლაშ ასწავლიდ საქართველოს ისტორიასა და რუსულ ენასა და ლიტერატურას.  
ხატვა  ერთი წლის წინ სრულიად შემთხვევით დაიწყო. ამბობს, რომ მას შემდეგ ხატვა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.– მხატვარ ინგა ამირიანის პერსონა.

– ბავშვობაში მუსიკა მიყვარდა და შვიდწლედი ფორტეპიანოს მიმართულებით დავასრულე. ხატვით გატაცებული არ ვყოფილვარ. ჩემი საყვარელი ჰობი ბავშვობიდან იყო კითხვა და, როგორც ჩანს, ამან განაპირობა მომავალი პროფესიის არჩევა – ფილოლოგობა.
უნივერსიტეტში სწავლისა და სკოლაში მუშაობის პერიოდში პარალელურად, ორი შვილის აღზრდას ძალიან დიდი დრო და რესურსი მიჰქონდა  და, შესაბამისად, სხვა ვერაფრისთვის ვიცლიდი. ამიტომ აზრადაც არ მომსვლია, ხელოვნებას გავყოლოდი.
–  პირველი ნახატები…
– წელიწად-ნახევრის წინ სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ვიდეორგოლს „იუთუბიზე“, სადაც ნაჩვენები იყო აკვარელით შესანიშნავი ნახატების ხატვის პროცესი. აღფრთოვანებული ვიყავი და ვთქვი, რომ ბედნიერი ვიქნებოდი, ასე ხატვა რომ შემძლებოდა. ეს ჩემმა შვილმა გაიგო და აკვარელის საღებავების, ფუნჯებისა და სახატავი ქაღალდების ნაკრები მაჩუქა. ასე დავიწყე ხატვა.
ჩემი პირველი ნახატები ძალიან მოეწონათ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, რამაც შემდგომი განვითარებისთვის მომცა სტიმული. აკვარელით ხატვის შემდეგ გადავედი ზეთით ხატვაზე.
– ერთი წელია, ხატავთ… თუ გინანიათ, რომ ადრე არ ხატავდით?
– ხატვა საკმაოდ გვიან დავიწყე, თუმცა არ ვფიქრობ, რომ დრო დავკარგე და უფრო ადრე უნდა დამეწყო. ცხოვრების ყველა ეტაპზე ვაკეთებდი იმას, რაც საჭირო იყო ჩემი და ჩემი ოჯახის კეთილდღეობისთვის დროის იმ კონკრეტულ მონაკვეთში.
ახლა, როდესაც ჩემი შვილები ზრდასრულები არიან და დამოუკიდებელი ცხოვრება აქვთ, მაქვს დრო, დავკავდე ჩემი ახალი გატაცებით.
– ხატავთ ნატურმორტებს, პეიზაჟებს, რომლებიც ბუნებრივი სილამაზით და ფერების ორიგინალური შეხამებით გამოირჩევა…
– მე ვარ განწყობაზე დამოკიდებული ადამიანი, რის გამოც პერიოდულად შესაძლებელია რამდენიმე დღის მანძილზე ვხატავდე, თუმცა ასევე მაქვს პერიოდები, როდესაც ვერ ვეკარები ფუნჯს. ასევე არ შემიძლია  იმის ხატვა, რაც არ მომწონს. შესაძლოა, ტექნიკურად მარტივი დასახატი იყოს, მაგრამ უბრალოდ არ გამომივა. სწორედ ამიტომ არ ვმუშაობ შეკვეთებზე.
–  რამდენიმე გამოფენაში მონაწილეობდით. რამდენად დაფასებულია ხელოვანი დღეს?
– მქონდა რამდენიმე გამოფენა და, ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი საშუალებაა, სხვა ხელოვანების გაცნობისა და შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის.
ჩემდა გასაკვირად, ჩემი ნახატები საკმაოდ მოთხოვნადია, რაც ძალიან მახარებს, რადგან ხალხს ჩემი ნამუშევრები კომერციული თვალსაზრისით მოსწონს. იმის გამო, რომ ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითი შესაძლებლობები ვერ წვდება ჩემი და სხვა მხატვრების კარგი ნამუშევრების სამართლიანი ღირებულების გადახდას, ნახატებს ხშირად მათთვის მისაღებ თანხად ვყიდი.
სწორედ ამიტომ, ჩემი აზრით, გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი თანამედროვე მხატვრისთვის ერთადერთი შემოსავალი ვერ იქნება.
 სამომავლო გეგმები…
–   ხატვა, და ამ პროცესით სიამოვნება.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები