“არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა“ –  ჯონსონი ბაიდენზე

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდა.

როგორც ჯონსონმა სოციალურ ქსელში დაწერა, ბაიდენმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს.

„თუ ჯო ბაიდენი არ არის შესაფერისი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, ის არ არის შესაფერისი პრეზიდენტის თანამდებობისთვის. მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს თანამდებობა“, – აღნიშნა მაიკ ჯონსონმა.

აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები