“ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება ქოჩორაშვილმა დატოვა; ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართული თვითგანვითარებისკენ” – გველესიანი
“ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართული თვითგანვითარებისკენ”, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, გიორგი გველესიანმა ისაუბრა.
“პირველ რიგში, იმიტომ, რომ გამაკვირვა თავისი პროფესიონალიზმით, თუ როგორ უვლის თავს, როგორი ადამიანია და, მეორე მხრივ, ის მე მისმენდა. ერთადერთი იყო, ვინც თვალანთებული, თვალებში მიყურებდა და რაიმე დაეტყუა ჩემგან სასიკეთო თავისთვის და წაეღო.
ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართულია თვითგანვითარებისკენ. ძალიან გამიკვირდა. ჩემზე ასაკით ძალიან პატარაა. მოედანზეც შესანიშნავია“, – აღნიშნა გველესიანმა გადაცემაში “ნოესთან” საუბრისას.