ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა

ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია. გარდა ამისა, დაშავებულია კიდევ ორი პირი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები