საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულა
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები მეცხრე ადგილისთვის მატჩში იტალიას დაუპირისპირდა და მიმდინარე ტურნირზე მეორედ 24:13 დაამარცხა.
ნაკრების სპორტსმენებმა მსოფლიო თასზე ასპარეზობა მეცხრე ადგილზე დაასრულეს, შესაბამისად, ელიტაში ადგილი შეინარჩუნეს და მსოფლიო თასზე მომავალ წელსაც ითამაშებენ.