აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პროგრამის ფარგლებში, დაესწრო რესპუბლიკური პარტიის ყრილობის (RNC 2024) მორიგ ღონისძიებებს დაესწრო.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ელჩს საშუალება ჰქონდა შეხვედროდა ამერიკის წამყვან სენატორებს და კონგრესმენებს, მათ შორის: სენატორებს მარკო რუბიოს, კორი გარდნერს, დენ სალივანს, ბილ ჰაგერტის, სპიკერ მაიკ ჯონსონს, კონგრესმენ ჯო ვილსონს და რესპუბლიკური პარტიის საგარეო პოლიტიკის გუნდის წარმომადგენლებს.
“RNC 2024-ის ფარგლებში გაიმართა ღონისძიება ამერიკული ენერგორესურსების მსხვილი გაერთიანების “LNG Allies” ორგანიზებით აშშ-ის და მსოფლიო ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების შესახებ. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის სენატორმა ბილ ჰაგერტიმ. ასევე, გაიმართა დისკუსია მსხვილი LNG კომპანიების და გაერთიანებების ხელმძღვანელების მონაწილეობით. კონფერენციის ფარგლებში ხაზი გაესვა ამერიკული ენერგორესურსების მოპოვების გაზრდის მნიშვნელობას და მსოფლიო მასშტაბით აშშ-ის როლის გამოკვეთას ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით როგორც ტრადიციული, ისე ინოვაციური ენერგო ტექნოლოგიების მეშვეობით.
აშშ-ის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მედია ჰოლდინგმა “Newscorp” უმასპინძლა ღონისძიებას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებისთვის. სტუმრებს გახსნითი სიტყვით მიმართა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა. ასევე, გაიმართა დისკუსია აშშ-ის შიდა პოლიტიკის და მომავალი საგარეო პოლიტიკის შესახებ ცნობილი პოლიტიკური კომენტატორების და Newscorp-ის აღმასრულებელი დირექტორის რობერტ ტომსონის მონაწილეობით”,- აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.