ბანგლადეშში დემონსტრანტებმა სახელმწიფო ტელევიზიის შენობას ცეცხლი წაუკიდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღეა, ქვეყანაში აქციები მიმდინარეობს.
აქციებზე პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებისას, სულ მცირე, 32 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულია აქციის ასობით მონაწილე.
მედიის ცნობით, პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა, შემდეგ კი ტელევიზიის შენობა დაიკავა, რის გამოც აქციის მონაწილეებმა ტელევიზიის შენობას წაუკიდეს ცეცხლი.
ინფორმაციისთვის, აქციაზე სტუდენტები ითხოვენ იმ სისტემის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, საჯარო სექტორის სამუშაო ადგილების მესამედს 1971 წელს პაკისტანისგან დამოუკიდებლობისთვის ომის ვეტერანთა ნათესავებს სთავაზობენ. სტუდენტები ამბობენ, რომ სისტემა დისკრიმინაციულია და ითხოვენ დასაქმებას დამსახურების საფუძველზე.
საპროტესტო აქციების ფონზე ქვეყნის მასშტაბით დახურულია სკოლები და უნივერსიტეტები.