მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მეკარე გახდა.

განახლებული შეფასება transfermarkt-მა გამოაქვეყნა.

ევროპის ჩემპიონატამდე, მამარდაშვილის პირობითი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი იყო და ამ მაჩვენებლით ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეებს შორის  იყო.

ევრო 2024-ის შემდეგ,  Transfermarkt-მა ქართველი მეკარის შეფასება 45 მილიონ ევრომდე გაზარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები