სამტრედიას კიდევ ერთი ახალი სპორტული სივრცე შეემატა, ჯიხაიშში ბუნებრივ საფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო
სამტრედიას კიდევ ერთი ახალი სპორტული სივრცე შეემატა, ჯიხაიშში ბუნებრივ საფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საფეხბურთო მოედნის გახსნის დღეს საფუძველი ჩაეყარა პოლიკარპე მიქაძის სახელობის ტურნირს. წლევანდელი ასპარეზობის გამარჯვებული სერგეთის უბნის გუნდი გახდა.
გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი და სხვადასხვა სპეციალური პრიზი სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბახტაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა.