კანადაში, ტორონტოში წყალდიდობის შედეგად ქუჩები და მეტროს სადგურები დაიტბორა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuetrs-ი ავრცელებს.
მათი ცნობით, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის გამოც მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდა, 123 000 ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ამასთან, შეჩერებულია აეროპორტის, მეტროს, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა.