დიმიტრი ხუნდაძე: გვახსოვს ისეთი წარსული, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემიდან ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად გამოდიოდა, იყო წამების ეპიცენტრი
გვახსოვს ისეთი წარსული, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემიდან ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად გამოდიოდა, იყო წამების ეპიცენტრი. ასეთი დამოკიდებულება [პატიმრების მიმართ] წარსულს მიეცა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ მედიას განუცხადა.
ხუნდაძემ ამნისტიის შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა.
„ამნისტია არის ჰუმანური აქტი. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც საზოგადოებაშიც პოზიტიურად ფასდება, საჭირო და აუცილებელია. გვახსოვს ისეთი წარსული, როდესაც სასჯელაღსრულების სისტემიდან ყოველ ხუთ დღეში სამი გვამი სტაბილურად გამოდიოდა, იყო წამების ეპიცენტრი. ასეთი დამოკიდებულება [პატიმრების მიმართ] წარსულს მიეცა და ამის რეაბილიტაციას ვერავინ მოახდენს. სახელმწიფოს როლი და მისი ქმედების შეფასების ერთ-ერთი ინდიკატორი არის ის, თუ როგორ იცავს ადამიანის უფლებებს არა მხოლოდ სასჯელაღსრულების სისტემის გარეთ, არამედ თავად სისტემაში. ვფიქრობ მუხლებიც ისე შეირჩევა, რომ რისკები იყოს დაცული და ამით საქართველო ევროპულ სტანდარტსაც დაუახლოვდება“ , – აღნიშნა ხუნდაძემ.
ინფორმაციისთვის, ამნისტიის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მომავალი კვირიდან განიხილავს. პროექტი საერთო ჯამში, 300-მდე მუხლს მოიცავს და ამოქმედების შემდეგ ცვლილებები პატიმართა ერთ მესამედს შეეხება. მათგან ათი პროცენტი საპატიმროს დატოვებს.