ნიგერიაში სკოლის ჩამონგრევას 22 მოსწავლე ემსხვერპლა

ბოლო მონაცემებით, ნიგერიის ცენტრალურ პლატოს შტატში სკოლის შენობის ჩამონგრევის შედეგად 22 მოსწავლე დაიღუპა და 130-ზე მეტი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ სკოლა, სადაც 1000 მოსწავლე სწავლობდა, პარასკევს დილას ჩამოინგრა და მოსწავლეები ამ დროს კლასში იმყოფებოდნენ.

რამ გამოიწვია სკოლის შენობის ნგრევა, ამ დრომდე უცნობია, თუმცა ადგილობრივების თქმით, შემთხვევას წინ სამდღიანი ძლიერი წვიმები უძღოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები